რამდენიმე საათის წინ ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ მცველი პეპე კარიერას თურქულ „ფებერბაჰჩეში“ გააგრძელებს.
ორი დღის წინ სტამბოლური გუნდის ხელმძღვანელობა „სამეფო კლუბის“ უფროსობას შეხვდა და პეპეს მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.
ესპანური კლუბი პორტუგალიელ მცველს 23 მილიონ ევროდ აფასებს. კულუარული ცნობით, თურქები 18 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
ადრე გავრცელდა ცნობა, რომ პეპე „მანჩესტერ სიტიში“ უნდა გადასულიყო, მაგრამ ბრიტანელებმა მასზე უარი განაცხადეს.
პეპე ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეა და „განსაკუთრებულს“ იგი ლონდონის „ჩელსიში“ უნდა წაეყვანა. სამწუხაროდ ეს გარიგება ვერ განხორციელდა.
პეპეს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს და არ არის გამორიცხული რომ მოთამაშემ თურქული კლუბის მიპატიჟება მიიღოს.