ინტერვიუს წინასწარ შეთანხმების ფორმატი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ამ ფორმატს არ გადავუხვევ, რა კითხვაც უნდა იყოს - გიორგი მარგველაშვილის პასუხი „ნაცმოძრაობის“ შესაძლო თავმჯდომარეობაზე

ინტერვიუს წინასწარ შეთანხმების ფორმატი აუცილებლად უნდა დავიცვათ - ამ ფორმატს არ გადავუხვევ, რა კითხვაც უნდა იყოს - გიორგი მარგველაშვილის პასუხი „ნაცმოძრაობის“ შესაძლო თავმჯდომარეობაზე

ჟურნალისტების მხრიდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილს საკუთარ სახლთან დაუსვეს კითხვა დღეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომენტარის ეს ფორმატი მისთვის მიუღებელია და მხოლოდ წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში უპასუხებს მედიის კითხვებს.

„ინტერვიუს წინასწარ შეთანხმების ფორმატი აუცილებლად უნდა დავიცვათ. ამ ფორმატს არ შევცვლი და თუ წინასწარ დამირეკავთ, შევთანხმდებით, არასდროს მქონია თანამშრომლობის პრობლემა. მე ამ ფორმატს არ გადავუხვევ, რაც არ უნდა კითხვა იყოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

amo აბა მოგიგიათ მომავალი არჩევნები და ეგ არი. ვაი, თქვენს პატრონს (არ აკლია, მარა მაინც)
3 წლის უკან