დავით უსუფაშვილი აუდიოჩანაწერებზე: ჩვენი ამოცანაა, ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდეს

დავით უსუფაშვილი აუდიოჩანაწერებზე: ჩვენი ამოცანაა, ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდეს

ჩვენი ამოცანაა, ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა. საუბარია youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც თითქოსდა „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

„ფარული მოსმენები და ჩანაწერების გამოქვეყნება ყველა ხელისუფლებას ბუმერანგივით უკან უბრუნდება. ახლა როგორც ჩანს, „ოცნების“ დრო მოვიდა. „ოცნების“ მაღალჩინოსნები ფრთხილად უნდა იყვნენ - ვინ ვის სად ჩაწერს და გამოაქვეყნებს კიდევ მსგავს ჩანაწერებს. თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.