მიხეილ სარჯველაძე: ხალხი, რომელიც სხვადასხვა დროს აფილირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხასიათდება ერთი პრინციპით - უპრინციპობით

მიხეილ სარჯველაძე: ხალხი, რომელიც სხვადასხვა დროს აფილირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხასიათდება ერთი პრინციპით - უპრინციპობით

როგორც ჩანს პოლიტიკაში ასეთი ხალხისთვის ყველაფერი მოსულა. მე მგონია, რომ წარმოვადგენ გუნდს, რომლისთვისაც ყველაფერი არ მოსულა და არსებობს პრინციპები. ასეთი ტიპის მეტამორფოზები რბილად რომ ვთქვათ, ბუნებრივია, რომ ერთადერთი რამით შეიძლება აიხსნებოდეს, რომ პრინციპზე მაღლა დგას მატერიალური გამორჩენის სურვილი პოლიტიკოსებისთვის, რომელთათვისაც, თითქოს უფრო მაღალი უნდა იყოს იდეალები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ დავით კეზერაშვილის და ნიკა მელიას პოლიტიკური პარტნიორობის საკითხზე საუბრისას.

„ასე არ ხდება საუბედუროდ და ასეთი ხალხის გამო აქვს ზოგადად პოლიტიკაში მონაწილეობას სახელი გაფუჭებული და რეპუტაცია. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩემთვის პირადად გასაკვირია, როგორც ერთის მხრიდან, ასევე მეორეს მხრიდან ასეთი მეტამორფოზა. თორემ ერთია, რომ პოლიტიკურ შეხედულებებს იცვლიდე და ასეთ შემთხვევაში გასაგებია, რომ მერკანტილურია ინტერესი. მეორე მხრივ, ასეთი შეურაცხყოფის ობიექტი რომ ხარ და მაინც ამჯობინებ მერკანტილური ინტერესებით ალბათ კვლავ ურიგდებოდე ადამიანს, რომელმაც ასეთი შეურაცხყოფა მოგაყენა, ესეც ძალიან უცნაურია. ამ ყველაფრის ფონზე აშკარა ერთი რამ არის, რაც კანონზომიერებასავით შეგვიძლია დავადგინოთ - ხალხი, რომელიც სხვადასხვა დროს აფილირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხასიათდება ერთი პრინციპით - უპრინციპობით“, - განაცხადა სარჯველაძემ.