მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება

მომდევნო 5 წლის განმავლობაში, საფრანგეთის პრეზიდენტი კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი, უკვე მეორე ვადით, კვლავ ემანუელ მაკრონი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 58.55% მოიპოვა, მის მეტოქე მარინ ლე პენს კი ამომრჩეველთა 41.45%-მა დაუჭირა მხარი.

„ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა“, - ამ სიტყვებით მიმართა თანამოქალაქეებს ემანუელ მაკრონმა, რომელსაც მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უკვე მიულოცა გამარჯვება.

როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საფრანგეთმა რადიკალურ მემარჯვენე ფრთას ლიბერალური დემოკრატია ამჯობინა. ემანუელ მარკონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსიკმაც მიულოცა.