„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტიდან გასვლას არ განიხილავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა მისი პარტია ბოიკოტს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს.
„ყველა პარტიის ტაქტიკა ამ კონკრეტული პარტიის გადასაწყვეტია და ვერ ჩავერევით. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია კი იყო და დღემდე რჩება ასეთი - ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ბერკეტი პოლიტიკური ბრძოლისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. შესაბამისად, პარლამენტი, ისევე როგორც საკრებულოები, არის ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პარტიის ლიდერების პოზიციებს არ ეთანხმება. ირკვევა, რომ ნიკა მელია ბოიკოტის ნიშნად პარლამენტის დატოვების აზრს ვერ ხედავს. ამის შესახებ ნიკა მელიამ facebook live-ში ისაუბრა.