მიხეილ პოდოლიაკი:  მოსკოვის მადა კვლავ იზრდება - ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება

მიხეილ პოდოლიაკი: მოსკოვის მადა კვლავ იზრდება - ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება

ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ,,ტვიტერის" გვერდზე წერს.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა სრულიად ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის.

,,მოსკოვის მადა კვლავ იზრდება. ახლა მისი მიზანი არის უკრაინის სამხრეთით, დნესტრისპირეთში შესვლა, სადაც ისინი ამბობენ, რომ რუსეთზე ზეწოლას ახდენენ. ცხადია, მძარცველთა და მოძალადეთა არმიის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უკრაინა დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის იბრძვის", - წერს პოდოლიაკი.