პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები - რა დაკარგა გრეგორი ლეპსმა კრემლის მხარდაჭერის გამო?

პუტინის მეხოტბის გაყინული მილიონები და გაუქმებული კონცერტები - რა დაკარგა გრეგორი ლეპსმა კრემლის მხარდაჭერის გამო?

პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხარ­დამ­ჭე­რი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი გრე­გო­რი ლეპ­სი მარ­თა­ლია არ იმ­ჩნევს, მაგ­რამ ცუდ დღე­შია. ცოტა ხნის წინ მომ­ღე­რალს ამე­რი­კი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ბან­კებ­ში ან­გა­რი­შე­ბი გა­უ­ყი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც ჯამ­ში 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­კარ­გა.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მომ­ღე­რა­ლი რუ­სეთ­ში, ის­რა­ელ­ში პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხად­და. ლეპ­სის კონ­ცერ­ტე­ბი, რო­მე­ლიც წმინ­და მი­წა­ზე მა­ის­ში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო გა­უქ­მდა და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა შე­წყდა. ლეპ­სის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე "აღ­თქმულ მი­წა­ზე" და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გაქ­რა.

კრემ­ლის მე­ხოტ­ბე ლეპ­სი მარ­ტში ლუ­ჟ­ნი­კის სტა­დი­ონ­ზე პუ­ტი­ნის მიერ გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვი­და. ყი­რი­მის ოკუ­პა­ცი­ის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე ლეპ­სის გარ­და მღე­როდ­ნენ რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბი - პო­ლი­ნა გა­გა­რი­ნა, ტი­მა­ტი, ლუბე და სხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ღიად უჭე­რენ მხარს პუ­ტი­ნის რე­ჟიმს.

გრე­გო­რი ლეპ­სის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბის იდეა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს ეკუთ­ვნით, რო­გორც ეს კო­მი­კო­სის ნურ­ლან სა­ბუ­რო­ვის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის ომზე ხმა არ ამო­უ­ღია. მან ასე­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა თა­ვი­სი უად­გი­ლო ხუმ­რო­ბით უკ­რა­ი­ნელ ქალს, რო­დე­საც სან-ფრან­ცის­კო­ში კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვი­და. მა­შინ სა­ბუ­რო­ვის გა­მოს­ვლე­ბი გა­უქ­მდა ჩი­კა­გო­სა და თელ-ავივ­ში.

ლეპ­სი იმ­დე­ნად მონ­დო­მე­ბუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რია კრემ­ლის, რომ მან თა­ვად ვლა­დი­მერ ჟი­რი­ნოვ­სკიც კი გა­ა­ცი­ლა უკა­ნას­კნელ გზა­ზე. დუ­მის დე­პუ­ტატს მომ­ღე­რა­ლი წი­თე­ლი ვარ­დე­ბით ეს­ტუმ­რა.