ჰერმან საბო: ამ განცხადებებს არ უნდა გამოვეკიდოთ. მთავარია, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის შემდეგ, ჩვენს შორის ურთიერთობები დათბა

ჰერმან საბო: ამ განცხადებებს არ უნდა გამოვეკიდოთ. მთავარია, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის შემდეგ, ჩვენს შორის ურთიერთობები დათბა

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავედით უკრაინაში და სამძიმარი გამოვხატეთ, მთლად პირნათელებიც არ ვართ უკრაინის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ საფუძველიც კი გვქონდა მიცემული, ჩვენი მთავრობის განცხადებებიდან გამომდინარე, თუმცა ახლა არა არის დრო და მომენტი იმისა, რომ ასეთ წვრილმან რაღაცებზე ერთმანეთს საქმე ვურჩიოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, ჰერმან საბომ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე მგონია, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ რომ აბსოლუტურად მართლები ვიყოთ და დავით არახამია მტყუანი, ჩვენ რაღაცნაირი სულგრძელობა შეიძლება გამოვიჩინოთ და სანამ კონფლიქტი არ დამთავრდება, ასეთ განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ - ისინი უბრალოდ უნდა დავიმახსოვროთ და შემდეგ, როცა ამის დრო და სიტუაცია იქნება, მოვთხოვოთ პასუხი და ახსნა. იქნებ მართალი იყო ან მტყუანი. მე მგონია, რომ ამ განცხადებებს არ უნდა გამოვეკიდოთ. მთავარია, რომ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის შემდეგ, ჩვენს შორის ურთიერთობები დათბა“, - განაცხადა ჰერმან საბომ.