ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ მანამდეც მოვუწოდებდით, როცა ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადაყვანას ითხოვდნენ, რომ მოეთხოვათ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც იქნა, სწორ მოთხოვნაზე ჩამოყალიბდა“, - განაცხადა ხვიჩიამ
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია.