„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დავით არახამიას განცხადებებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ წყენა კვლავ რჩება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებში, თუმცა მისივე აზრით, ეს გამოსწორებადია.
მისი თქმით, გაბზარული ხიდის აღდგენაზე საქართველომაც და უკრაინამაც უნდა იმუშაონ.
„დავით არახამიას განცხადებებიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის გულგატეხილობა და წყენა კვლავ რჩება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებში, თუმცა ვფიქრობ რომ ეს გამოსწორებადია. ვფიქრობ, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და უკრაინამაც უნდა ვიმუშაოთ ამ გაბზარული ხიდის აღდგენაზე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სამთავრობო დელეგაცია იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბუჩას ფონზე ფოტოები გადაეღო, ერთ-ორი სანუგეშო სიტყვა ეთქვათ და ეჩვენებინათ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესში არიან ჩართული“, - განაცხადა გუშინ დავით არახამიამ „მთავარი არხის“ ეთერში.