ჩვენ გვქონდა საუბარი პოლარიზაციაზე, საარჩევნო სისტემასთან არსებულ გამოწვევებზე, სასამართლო სისტემაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ქვეყანაში შექმნილი რეალობა პოლიტიკური ვითარების თვალსაზრისით, საკმაოდ აცდენილია იმ სურათს, რომელსაც ქართული ოცნება ხატავს ჩვენ დასავლელ მეგობრებთან. ჩვენ გვქონდა საუბარი პოლარიზაციაზე, საარჩევნო სისტემასთან არსებულ გამოწვევებზე, სასამართლო სისტემაზე და იმაზე, თუ როგორ პოზიციონირებს დღეს საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებაში, მათ შორის გვქონდა საუბარი გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმის შესრულებას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დღეს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ.