რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებდა.
გუშინ საღამოს ფრანგულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გუნდმა „მონაკომ“ რადამელ ფალკაო და „ბარსელონას“ კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი შეიძინა.
რამდენიმე დღის წინ „მონაკომ“ საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. კლუბის რუსმა მფლობელმა დმიტრიი რიბოლევლევმა „მონაკოს“ შემადგენლობის მნიშვნელოვანი გაძლიერება გადაწყვიტა.
ცნობილი გახდა, რომ რუსმა მილიარდერმა მადრიდის „ატლეტიკოსგან“ რადამელ ფალკაო 60 მილიონ ევროდ იყიდა, „ბარსას“ კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი კი მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონ ევროდ შეიძინა.
„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი ცნობილი ფეხბურთის სპეციალისტი კლაუდიო რანიერი ბრძანდება.
ფალკაოსა და ვალდესის ყიდვამდე „მონაკომ“ პორტუგალიური „პორტუს“ ორი ვარსკვლავი, ჯეიმს როდრიგესი და ჟოაუ მოუტინიო შეიძინა. ამ სატრანსფერო გარიგებებში გუნდმა 70 მილიონი ევრო გადაიხადა