როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კარდაშიანების ოჯახის ახალი რეალითი შოუს პრემიერა გაიმართა, რომელთან დაკავშირებითაც ვარსკვლავურმა ოჯახმა კითხვა-პასუხის რეჟიმში არაერთი სახალისო გადაცემა გამართა.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ მედიაში სახალისო ვიდეო გავრცელდა, სადაც ჟურნალისტი ქალბატონებს ეკითხება, თუ რომელი შვილია კრის ჯენერის ამჟამინდელი ფავორიტი.
კარდაშიანები და ჯენერები ჟურნალისტს ერთობლივად პასუხობენ, რომ კაილი ჯენერი დედის ფავორიტი შვილია.
კრის ჯენერმა შვილების ნათქვამს მაშინვე უპასუხა და აღნიშნა, რომ ფავორიტი შვილი განსხვავებული დღეების მიხედვით იცვლება.