17 აპრილს, კაილი ჯენერმა, ბევრი სხვა ამერიკული ოჯახების მსგავსად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დედასთან, მეგობარ მამაკაცთან და შვილებთან ერთად აღნიშნა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა სოციალურ მედიაში დღესასწაულზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
როგორც იცით, კაილიმ ორი თვის წინ იმშობიარა, ტრევისთან ერთად გადაწყვეტილებით კი ვაჟიშვილს Wolfie დაარქვა. რამდენიმე კვირის წინ კაილი ჯენერმა სოციალური მედიის საშუალებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შერჩეული სახელი ბავშვისთვის შესაფერისი აღარ იყო და მისი შეცვლა სურდათ. რომელი სახელით შეცვლიან კაილი და ტრევისი ვაჟიშვილის სახელს კვლავ უცნობია.