ოლივია დაბროვსკა 3 წლის იყო, როცა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარებულ შინდლერის სიაში წითელპალტოიანი გოგოს როლი შეასრულა. წითელპალტოიანი ოლივია შავ-თეთრ ფილმში ერთადერთი ფერადი ფიგურა და განსაკუთრებული სიმბოლოა.
შინდლერის სია ნაცისტური პარტიის წევრ ოსკარ შინდლერზე გვიყვება, რომელმაც ჰოლოკოსტს უამრავი ებრაელი გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოკოსტიდან და თავად ფილმის გამოსვლიდანაც დიდი დრო გავიდა, თანამედროვე სამყარო უდანაშაულო ადამიანების ხოცვისა და წამების მოწმე კიდევ ერთხელ გახდა — რუსი ოკუპანტები მშვიდობიან უკრაინელებს უმოწყალოდ უსწორდებიან.
სწორედ ამიტომ ამჯერად 32 წლის ოლივია დაბროვსკამ გადაწყვიტა, რომ პოლონეთის საზღვარზე ომს გადარჩენილ უკრაინელ ლტოლვილებს დახმარებოდა. ოლივია უკრაინას მხარდაჭერას სოციალურ ქსელებშიც უცხადებს. სოლიდარობის ნიშნად, მან ფილმის ყველაზე დასამახსოვრებელი კადრი საზოგადოებას უკრაინის დროში ფერებში გაუზიარა.
ოლივია საკუთარ ინსტაგრამზე გამომწერებს ხშირად უყვება, თუ რა მდგომარეობაა საზღვარზე და რას აკეთებენ პოლონელები უკრაინელების დასახმარებლად:
"ყველაფერს, რაც აქ ვნახე, ვერ გეტყვით, რადგან სიტყვების მოძებნა მიჭირს...ვისაც ეს ყველაფერი პირადად არ უნახავს, წარმოდგენა არ აქვს იმ კოშმარებზე, რომლებსაც ამ ხალხის თვალებში ვხედავთ", — ამბობს ოლივია.