ცოტა ხნის წინ იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი თანამდებობიდან გადადგა და კარიერა მილანის „ინტერში“ გააგრძელა.
დიეგო მარადონას ყოფილი კლუბი დამრიგებლის გარეშე დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩენილა.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „La Gazzetta dello Sport” გაავრცელა ცნობა, რომ ნეაპოლურ კლუბს ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს.
ცნობილი გახდა, რომ ბენიტესი ახალ გუნდთან ოფიციალურ ხელშეკრულებას მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გააფორმებს.
ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი დამრიგებელი იტალიურ კლუბში ორი წლის განმავლობაში იმუშავებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 3.5 მილიონ დოლარს მიიღებს.