ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ დაასახელა ბოლო წლების 7 ცუდი და 7 კარგი ფილმი, რომლებიც, NASA-ს ექსპერტების განცხადებით, ახლოა ან არარეალურია სამყაროს აღქმის წარმოდგენასთან.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სინამდვილესთან და მომავლის ტექნოლოგიურ განვითარებასთან, ზოგადად მომავალთან, არავითარი კავშირი არ აქვს შემდეგ ფილმებს: ”2012”, დედამიწის ბირთვი, არმაგედონი, ვულკანი, ჯაჭვური რეაქცია, მეექვსე დღე, საიდუმლოებით მოცული.
NASA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფილმებს უამრავი სამეცნიერო უზუსტობები ახლავს თან. მაგალითად, ფილმში “2012“ ნეიტრინი ახურებს დედამიწის ბირთვს, თუმცა ნეიტრინი არის ნეიტრალური ნაწილაკები და ფაქტობრივად მატერიასთან კავშირში არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ NASA-მ თავად მიიღო გარკვეული მონაწილეობა არმაგედონის გადაღებაში. ფილმის ავტორები გადაღებამდე კონსულტაციებს გადიოდნენ კოსმოსურ სააგენტოსთან, თუმცა პროექტის გაშვებისას შემოქმედებითი ჯგუფი არ დააკმაყოფილა მცნიერების მიერ გაცემულმა კონსულტაციებმა, რის შემდეგაც NASA-მ უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე. შედეგად, მეცნიერების განცხადებით, შეიქმნა “მახინჯი და არარეალისტური“ ფილმი.
ამავდროულად, NASA-მ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია, რომელთაც, მათი აზრით, საფუძვლად აქვს გარკვეული სამეცნიერო თეორიები. ამ სიაში შევიდნენ შემდეგი ფილმები: “გატაკა“, “კონტაქტი“, “მეტროპოლისი“, “დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა“, “ქალი მთვარეზე“ და “ნივთი სხვა სამყაროდან“, ასევე “იურული პერიოდის პარკი“ .
ghn