ჟურნალისტი და ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი საზოგადოებას ''მაესტროსთან'' დაკავშირებული სკანდალიდან ახსოვს, როდესაც ჟურნალისტმა ტელეკომპანიის გადაცემა ''კვირის აზრებიდან'' თავისი დათხოვნა გააპროტესტა, ხოლო არხის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ პროექტში გიორგის როტაციის დრო დადგა და ის სხვა ადამიანით ჩაანაცვლეს.
ამის შემდეგ გიორგიმ ბლოგერული საქმიანობა განაგრძო და სოციალურ ქსელში აქტიურობითაც გამოირჩევა. 17 მაისის შემდეგ მისი ''ფეისბუქის'' გვერდი კიდევ უფრო გააქტიურდა, გიორგიმ ერთ-ერთი ისეთი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც გულგრილად ვერავინ ჩაუარა და მთელი ინტერნეტსივრცის გასარჩევი თემა გახდა.
გიორგის ამ თემაზე კომენტარიც ვთხოვეთ, მაგრამ მოკლედ მოგვიჭრა, რომ საუბარი არ სურდა, ამიტომაც უცვლელად გთავაზობთ იმ პოსტს, რომელიც საკრებულოს წევრის, ზურა გაჩეჩილაძის, იმავე შონზოს პირად ცხოვრებას ეხება. როგორც ჩანს, გიორგი ძალიან გააღიზიანა ერთ-ერთი საიტისთვის შონზოს მიერ მიცემულმა კომენტარმა ლგბტ აქციასთან დაკავშირებით.
ზურა გაჩეჩილაძე 17 მაისს ჰომოფობიასთან მებრძოლების წინააღმდეგ გამოდიოდა და აცხადებდა, რომ იქ მამაოს მოწოდებით მივიდა. ნიუსში, რომელიც კიკონიშვილმა თავის გვერდზე დადო, შონზო აცხადებს - ''ეჭვი მეპარება, რომ მათ მეორედ მსგავსი აქციის მოწყობის სურვილი გაუჩნდეთ''. გიორგი კიკონიშვილმა ეს ინფორმაცია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და თან სკანდალური კომენტარიც დაურთო: ''შონზო, აქციაზე იმიტომ კი არ გახვედი, რომ ტრადიციებს იცავ, არამედ იმ არცთუ სასიამოვნოდ სანახავ gay bear porn-ს იცავ, რომელიც პროკურატურაში ინახება შენზე!..'' ინგლისურ სიტყვებს თუ ავხსნით, შინაარსი შემდეგნაირია, გიორგის თქმით, პროკურატურაში შონზოს მონაწილეობით გეი-პორნო ვიდეო ინახება.
გიორგი კიკონიშვილის მსახვრალ ხელს ვერც დიზაინერი და აწ უკვე ნინო ბურჯანაძის პრესმდივანი, ბაკურ ბაკურაძე გადაურჩა - ''ის ჰომოფობობს კიდე, სახალხო მკერავი, ბაკურ ბაკურაძე... იცანით? ცნობილი ქართველი ჰეტეროსექსუალ-ნატურალ-ქალების მუსუსი''. გიორგი იმუქრება, რომ ყველა ქართველ გეის ''გაუბაზრებს'' იმას, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავენ, ანუ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას - ''ყველა ჰომოფობ გეის გავუბაზრებ, ვისზეც ვიცი. გეი ხარ? გაბაზრება არ გინდა? დაეტიე რა შენთვის, ყ . . ო'' - მიმართავს ''მალულ'' გეებს გიორგი კიკონიშვილი.
ამ სტატუსმა მისსავე გვერდზე კომენტარების მთელი ნიაღვარი გამოიწვია. მათ შორის შონზოს როგორც ჩანს ყოფილი მეგობარი, მიშა მშვილდაძეც არის, რომელიც წერს, რომ არ ჰგონია, ეს მართალი იყოს, რადგან შონზოზე მსგავსი არაფერი გაუგია, მაგრამ ''სულ ტყუილსაც რომ აბრალებდე ახლა, ღირსია''. როგორც ჩანს, ''ნაციონალების'' აქტიური მხარდამჭერი, მიშა მშვილდაძე ძველ მეგობარს ''ნაციონალების'' რიგების დატოვებას უწუნებს.
რასაკვირველია, ამ ინფორმაციას მისი ადრესატის კომენტარის გარეშე ვერ გამოვაქვეყნებდით. შესაბამისად, ზურა გაჩეჩილაძეს დავურეკეთ, მან ტელეფონზე არ გვიპასუხე, შემდეგ კი, როდესაც მესიჯით თემა მივწერეთ, გვთხოვა, რამდენიმე წუთი მიგვეცა დრო, რათა გიორგი კიკონიშვილის პოსტს გასცნობოდა. ამის შემდეგ კი მოგვწერა: ''მისი (გიორგის) პოსტის კომენტარებით უფრო პოპულარულს ვერ გავხდი ამ ადამიანს. და არც თქვენ გირჩევთ. უკომენტაროდ დავტოვებ, მაპატიეთ''.
გიორგი კიკონიშვილს მეგობრები ეუბნებიან, რომ შესაძლოა, მას ცილისწამებისთვის უჩივლონ კიდეც, რაც არ არის გამორიცხული. ამგვარი განცხადების ავტორს, ალბათ, ძალიან სერიოზული მასალა უნდა ჰქონდეს ხელთ, საჯარო სივრცეში ამ ტიპის ბრალდებას რომ ავრცელებს.