მიუხედავად იმისა, რომ რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და დიზაინერი ქანიე უესტი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა რაც დაშორდნენ, მათ შესახებ საუბარი სოციალურ მედიაში არ წყდება.
როგორც იცით, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ქანიე უესტი ჯულია ფოქსთან რამდენიმეკვირიანი რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ მოდელს, ჩენი ჯონსს ხვდება, რომელსაც მსგავსი ჩაცმულობებისა და იმიჯის გამო “კიმ კარდაშიანის კლონს” ეძახიან.
კიმ კარდაშიანმა Amanda Hirsch-თან გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ქანიეს ახალი მეგობარი ქალი შესანიშნავი პიროვნება ჩანს.
“მე უბრალოდ მინდა, რომ ქანიე იყოს ბედნიერი, მისი მეგობარი გოგონა კი ძალიან საყვარელი ჩანს. ცხოვრების ამჟამინდელ ეტაპზე თავადაც ბედნიერი ვარ, შესაბამისად მისი ახალი ურთიერთობის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ვარ”.