დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ლონდონის „ჩელსისთან“ ოფიციალურ ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 2 ივნისს გააფორმებს.
გაზეთის კორესპონდენტი „განსაკუთრებულს“ მადრიდის ერთ-ერთ გარეუბანში შეხვდა. ჟოზე თავისი ვაჟიშვილის თამაშს დაესწრო. მოურინიო-უმცროსი მადრიდის ჭაბუკთა გუნდი „კანილიასის“ ღირსებას იცავს.
„ესპანეთში ცხოვრება მომბეზრდა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმუშავია და ყველგან კმაყოფილი ვიყავი. სამწუხაროდ მადრიდმა თავიდანვე ცუდად მიმიღო და არაერთი მტერი გამომიჩნდა. ესპანეთს ჟოზე მოურინიო არ სჭრდება და მეც იქ ვბრუნდები სადაც ვუყვარვარ და მაფასებენ. ლონდონი ჩემთვის საოცნებო ქალაქია. ვოცნებობ იმ დროზე როდესაც მის ქუჩებში კვლავ გავივლი და ყოველდღიურად „ჩელსის“ სპორტულ ბაზაზე გამოვცხადდები“. - განაცხადა ბატონმა ჟოზე მოურინიომ.
ლონდონის „ჩელსის“ მომავალი თავკაცის მტკიცებით, რომან აბრამოვიჩის გუნდთან ხელშეკრულებას ერთი კვირის შემდეგ, 2 ივნისს გააფორმებს. შემდეგ 50 წლის ფეხბურთის სპეციალისტი სამი კვირის განმავლობაში დაისვენებს, მოგვიანებით კი ახალ სამსახურს შეუდგება.