ნეიმარი „ბარსელონაში“ გადავიდა

ნეიმარი „ბარსელონაში“ გადავიდა

გუშინ საღამოს ესპანურმა გამოცემამ „Marca” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „სანტოსის“ თავდამსხმელი ნეიმარი კატალონიურ „ბარსელონაში“ გადავიდა.

ადრე ცნობილი გახლდათ, რომ ფეხბურთელი ბრაზილიას მხოლოდ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებდა.

ერთი თვის წინ გერმანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ნეიმარი მიუნჰენის „ბაიერნმა“ შეიძინა. ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს მოქმედების გააქტიურებისაკენ უბიძგა.

ესპანური გამოცემის მტკიცებით, „ბარსელონა“ ნეიმარის ამჟამინდელ გუნდს 50 მილიონ ევროს გადაუხდის, თავად მოთამაშესთან კი ხუთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ნეიმარი ანაზღაურების სახით წელიწადში შვიდ მილიონ ევროს მიიღებს.

ცნობილი გახდა, რომ ხვალ კატალონიური კლუბი ოფიციალურ პრეს-კონფერენციას ჩაატარებს და ამ სატრანსფერო გარიგების შესახებ განცხადებას გააკეთებს.