დენიელ რედკლიფმა ცოტა ხნის წინ გაუზიარა მაყურებელსა და გულშემატკივრებს, რომ სუპერგმირებზე გადაღებული ფილმებით არის დაინტერესებული. რედკლიფს ასეთ ფილმებში მონაწილეობაც სურს, თუმცა მისივე თქმით, არ ჩქარობს და შესაფერის შესაძლებლობას ელოდება.
დენიელ რედკლიფმა Insider-თან ინტერვიუში თავისი ახალი ფილმის The Lost City-ის შესახებ ისაუბრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ადამიანი ობობას როლისთვის შესაფერისი მსახიობია.
"როლი, რომელსაც ბუნებრივად მოვირგებდი, უკვე სამმა ძალიან კარგმა მსახიობმა შეასრულა. ტომ ჰოლანდი საოცარია და მას ვერავინ შეცვლის. ასე რომ, მასთან პრეტენზია არ მაქვს", — განაცხადა რედკლიფმა.
მართალია, დენიელს ფილმის სახელი არ უთქვამს, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ Spider-Man-ზე საუბრობდა. ტობი მაგუაირი, ენდრიუ გარფილდი და ტომ ჰოლანდი Spider-Man-ის სხვადასხვა ვერსიაში 2002-2021 წლებში თამაშობდნენ. როგორც ჩანს, რედკლიფი ისევ ელის თავის შანსs და იმედს გამოხატავს, რომ ამ სიტყვებით ფილმზე მომუშავე ადამიანების ყურადღებას მიიქცევს.