6 გამორჩეული წიგნი

6 გამორჩეული წიგნი

„1984“ − ჯორჯ ორუელი

ჯორჯ ორუელის „1984” გამოხატავს განწყობილებას. ეს წიგნი – გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად იქცევიან უსულო ავტომატებად.

„ძმები კარამაზოვები“ − ფიოდორ დოსტოევსკი

დაახლოებით 800-გვერდიანი „ძმები კარამაზოვები“ დოსტოევსკის ყველაზე დიდი ლიტერატურული ნამუშევარია. მან მრავალი როგორც კრიტიკული, ისე დადებითი შეფასება მიიღო. დოსტოევსკის უკანასკნელი რომანი „ძმები კარამაზოვები“ აღწერს სამი მთავარი გმირის − ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრი კარამაზოვის ისტორიას. წიგნის პირველ ნაწილში ხდება კარამაზოვების გაცნობა. მთავარი სიუჟეტია მათი მამის − ფიოდორის სიკვდილი, დანარჩენი კი ეძღვნება მამა ზოსიმესა და ალიოშას ფილოსოფიურ და რელიგიურ კამათებს.

„როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანზე“ − დეილ კარნეგი

გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, ფსიქოლოგისა და სოციოლოგის წიგნი „როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე“, მკითხველს გვპირდება, რომ: შეგვძენს ბევრ მეგობარს; გვაქცევს პოპულარულ ადამიანად; წარმატებით დავასრულებთ წამოწყებულ საქმეს; გვასწავლის როგორ ვიშოვოთ ფული; ვიქნებით კარგი კომერსანტები და კარგი ხელმძღვანელები; ვიქნებით კარგი მოსაუბრენი; ვიქნებით კარგი მეუღლენი და მშობლები.

„ცხოველების ფერმა“ − ჯორჯ ორუელი

სატირული ალეგორია საბჭოთა ტოტალიტარიზმზე. გამოიცა 1945 წელს. წიგნის მთავარი მოვლენები დაფუძნებულია სტალინის ეპოქის ამბებზე. ორუელი, რომელიც თავად იყო დემოკრატიული სოციალისტი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი, აკრიტიკებდა სტალინსა და მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ, გამოიარა რა სამოქალაქო ომი ესპანეთში.

„ცხოვრების 12 წესი“ − ჯორდან პეტერსონი

კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა, ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გთავაზობთ.

„მინის მძივების თამაში“ − ჰერმან ჰესე

„მინის მძივების თამაში“ − ჰესეს ბოლო მნიშვნელოვანი ნაწარმოები 1943 წელს გამოქვეყნდა. რომანი გულისხმობს მედიტაციის ძალას, ადამიანის სულისკვეთებას, და შთამაგონებელ გავლენას ახდენდა გერმანელების თაობაზე, რომელთაც სწყუროდათ ცვლილებები და სოციალური წესრიგის გაუმჯობესება. რომანის კონტექსტმა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გერმანიაში შექმნილმა უსიამოვნებებმა, მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონია ჰერმან ჰესეს შემოქმედებაზე.