5 ფილმი, რომელიც საოცარ ემოციას მოგგვრით

5 ფილმი, რომელიც საოცარ ემოციას მოგგვრით

„სიკვდილი ვენეციაში“

სცენარის მიხედვით, კომპოზიტორი გუსტავ ფონ აშენბახი მიემგზავრება ლიდოში, საკურორტო ქალაქში ვენეციასთან ახლოს, სამკურნალოდ, სადაც მას მოხიბლავს ახალგაზრდა პოლონელი ბიჭის − ტაძიოს სილამაზე. იგი ოჯახთან ერთად იმავე სასტუმროშია, სადაც აშენბახია გაჩერებული. ფილმი წარმოადგენს თომას მანის ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციას.

„ტკბილი ცხოვრება“

ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემო თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 1950-იანი წლების მიწურულს რომის „ღვთაებრივ კომედიას“ ადევნებს თვალყურს, ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

„ჯენტლმენებს ქერათმიანები ურჩევნიათ“

მერილინ მონროს უკანასკნელი ფილმი. რომანტიკულ კომედიას საფუძვლად წარმატებული მიუზიკლი უდევს.

„ლეოპარდი“

1860 წლის მაისში იტალიაში გარიბალდის მომხრე რესპუბლიკელებსა და ბურბონებს შორის სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ქვეყანაში არსებული დრამატული მდგომარეობა გულგრილს არც იტალიელ აზნაურს, მეტსახელად „ლეოპარდს“ ტოვებს…

„რომაული არდადეგები“

განებივრებულ ევროპელ პრინცესას, რომელიც ჩუმად რომში გაიპარება, ყვითელი პრესის ჟურნალისტი ჯო პეკი და ფოტოგრაფი ირვინ რადოვიჩი შეიფარებენ. პრინცესას ჰგონია, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ვერ ხვდებიან ვინ არის ის სინამდვილეში, მაგრამ ჟურნალისტებს სენსაცია სჭირდებათ და ამისათვის ცდილობენ გამოპარული პრინცესა ანას სასახლეში დაბრუნება შეაფერხონ.