7 ჰოლივუდური წყვილი, რომელთაც დაშორების შემდეგ ერთად მუშაობა მოუწიათ

7 ჰოლივუდური წყვილი, რომელთაც დაშორების შემდეგ ერთად მუშაობა მოუწიათ

ყოფილებთან შეხვედრას უამრავი ადამიანი უფრთხის და ბევრისთვის არც ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა ან დასამალად მზის სათვალის მორგებაა უცხო. როგორც ჩანს, ჰოლივუდში ყოფილს ქუჩაში და საერთო მეგობრის დაბადების დღეზე თუ არა, ახალ ფილმში ან სერიალში მაინც შეიძლება შეხვდე.

წარმოგიდგენთ 7 ჰოლივუდურ წყვილს, რომელთაც დაშორების შემდეგ ერთმანეთთან მუშაობა მოუწიათ:

1. კამერონ დიაზი და ჯასტინ ტიმბერლეიკი

კამერონ დიაზი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ერთმანეთს 2003-2007 წლებში ხვდებოდნენ. დაშორების შემდეგ მალევე შრეკის მესამე ნაწილი გამოვიდა, რომელშიც ორივე სხვადასხვა პერსონაჟს ახმოვანებდა. ისინი ერთმანეთს 2011 წელს ფილმ Bad Teacher-ში კვლავ შეხვდნენ.

"ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, ერთად მუშაობა შეგვიძლია. დაშორებიდან 3 წელი გავიდა. ყველაფერი დასრულდა. ახლა მეგობრები ვართ", — განაცხადა კამერონმა.

2. ლეა მიშელი და მეთიუ მორისონი

ლეამ აღიარა, რომ ის და მეთიუ მორისონი ერთმანეთს მანამდე ხვდებოდნენ, სანამ ორივე მათგანი ცნობილ სერიალ Glee-ში გამოჩნდებოდა.

3. ჯერომ ფლინი და ლინა ჰიდი

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავები ერთმანეთს სერიალის გადაღებებამდე დიდი ხნით ადრე ხვდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ საერთო სცენებში მონაწილეობაზეც კი განაცხადეს უარი.

4. ბრედლი კუპერი და ზოი სალდანა

ბრედლი კუპერი და ზოი სალდანა Words-ის გადაღებების დროს, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. დაშორების შემდეგ კი Guardians of the Galaxy-ში გამოჩნდნენ.

5. ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი

ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი ერთმანეთს 2011 წელს დაშორდნენ, თუმცა რამდენიმე თვეში შოუში, სახელად Q'Viva! The Chosen ერთად მუშაობდნენ.

6. სარა პოლსონი და ჩერი ჯოუნსი

სარა პოლსონი და ჩერი ჯოუნსი ერთმანეთს ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, 2009 წელს დაშორდნენ. ისინი ერთმანეთს New Year's Eve-ის გადაღებებზე კვლავ შეხვდნენ. ჩერიმ აღნიშნა, რომ მართალია ერთად არ იყვნენ, თუმცა კვლავ მეგობრობდნენ.

7. მინდი კელინგი და ბი ჯეი ნოვაკი

წყვილი ერთმანეთს The Office-ის გადაღებებზე შეხვდა. რამდენიმე წლის შემდეგ დაშორების მიუხედავად, ისინი კვლავ ახლო მეგობრებად რჩებიან. მინდიმ ბი ჯეი ნოვაკი საკუთარ სერიალში, The Mindy Project-შიც ათამაშა, სადაც მათი პერსონაჟები დროებით ერთმანეთს ხვდებოდნენ.