ნიუ-იორკის პოლიციელებს ჯერ კიდევ თებერვალში მისცეს ინსტრუქცია, რომ ქალები, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მკერდმოშიშვლებულები დადიან, კანონს არ არღვევენ.
მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გახმაურდა, რაც ცნობილმა ფოტოგრაფმა, ჰოლი ვანმა ქალაქის სამმართველოს წინააღმდეგ ფედერალური საჩივარი შეიტანა უკანონო დაკავების გამო.
ვანმა თავის საჩივარში 10 ეპოზოდი აღწერა, რომლებიც 2011-2013 წლებში მოხდა - ფოტოგრაფი პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მკერდის გაშიშვლების გამო დააკავა.
როგორც New York Times-ი იტყობინება, სამართალდამცავებს ნათლად აუხსნეს, რომ მოშიშვლებული მკერდის გამო ქალის დაკავება არ შეიძლება, მას ვერ დასდებენ ბრალს "საჯარო უხამსობაში".
გარდა ამისა, თუ ნიუ-იორკის ქუჩებში მოსეირნე მკერდმოშიშვლებული ქალი არასასურველ ყურადღებას მიიპყრობს, პოლიცია ვალდებულია ის დაიცვას, ხოლო ის, ვინც უარს იტყვის ქალისთვის თავის დანებებაზე, დააპატიმროს.