დიდუბის რაიონის გამგეობამ თევდორე მღვდლისა და თემურ ფიფიას ქუჩების კვეთაზე არსებული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპისთვის, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დემონტაჟს ახორციელებს, რის შემდგომაც დაიგება დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, განახლდება საპარკე ინვენტარი, ასევე, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა. ტერიტორია 1600 კვ.მ ფართობს მოიცავს.
აღნიშნული სივრცის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196 665 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არაგვი ბიზნეს ჯგუფი+“ ახორციელებს.