ძველმანების თვალიერება სასარგებლოა

ძველმანების თვალიერება სასარგებლოა

ჰავაის კუნძულების მკვიდრმა, 11 წლის გოგონამ, „ხსნის არმიის“ მიერ გამართულ ბაზრობაზე ძველი ვიდეოკასეტის შეძენა მოინდომა, რომლის კოლოფშიც 10 ასდოლარიანი კუპიურა აღმოაჩინა.

შეგნებულმა ბავშვმა ნაპოვნის შესახებ დედას აცნობა და სთხოვა ფული მაღაზიის პერსონალისთვის მიეცა.

მოზარდის თქმით, „ხსნის არმია“ ნაპოვნ თანხას გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებს, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღირსეულად შეაფასეს პატარა გოგონას კეთილშობილური საქციელი და სპეციალური შეტყობინება დააგზავნეს, რომელშიც მადლობას უცხადებენ მას.