დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ახლო წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მზად არის რომ კლუბი „ნაპოლი“ ჩაიბაროს. ეს ინფორმაცია საფეხბურთო გამოცემას ლეგენდარული სამხრეთ ამერიკელის აგენტმა ანჯელო პიზანიმ მიაწოდა.
თავის დროზე მარადონამ ნეაპოლურ კლუბში შვიდი წელი გაატარა და ადგილობრივი გულშემატკივრების კერპი გახდა. შესაბამისად, დიეგოს დაბრუნებაზე უარს არცერთი ნეაპოლელი ქომაგი იტყვის.
რამდენიმე დღის წინ „ნაპოლი“ ბატონმა ვალტერ მაცარიმ დატოვა. ცნობილი გახდა რომ მაცარი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს, კლუბ „ნაპოლის“ კი ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს.
დღეს დილით იტალიურ მას-მედიაში მარადონამ თავი მოულოდნელად გაგვახსენა. მან ნეაპოლური კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი თავი შესთავაზა.
საინტერესოა, რომ დონ დიეგო ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიის კონტინენტზე მუშაობს. სამწუხაროდ სამწვრთნელო დონეზე რაიმე სერიოზულ წარმატებებს ვერ მიაღწია.