ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, სელენა გომესის თქმით, ინტერნეტთან შეხება ოთხწელიწადნახევარია, არ ჰქონია, რაც დადებითად აისახა მის მენტალურ კეთილდღეობაზე.
მომღერალი, რომელსაც ცნობილ ადამიანებს შორის ინსტაგრამზე 2016 წელს ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავდა, აღნიშნავს, რომ ვირტუალურ სამყაროსთან მოწყვეტამ მისი "ცხოვრება სრულიად შეცვალა".
"ახლა უფრო ბედნიერი ვარ, აწმყოთი უფრო მეტად ვტკბები და ხალხთანაც უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს. ეს თავს ნორმალურ ადამიანად მაგრძნობინებს", — აცხადებს გომესი, — "მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტი და ბევრი მხრივ მან მართლაც კარგი რაღაც გააკეთა მსოფლიოსთვის. თუმცა, მე ჩემთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას [რეალურ] ცხოვრებაში არსებული ხალხისგან ვიგებ".
ამავე ინტერვიუში გომესმა რეკომენდაცია გაუწია მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის თავის შექმნილ პლატფორმას Wondermind. მომღერალი, რომელსაც ბიპოლარული აშლილობა აქვს, მენტალური კეთილდღეობის მნიშვნელობაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.
"ვერ ვიჯერებ, რომ მენტალურად ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ. ეს იმ ნაბიჯების დამსახურებაა, რომელთა გადადგმაც აუცილებელი იყო, რათა საკუთარი თავი დამეხსნა ამისგან... რადგან ეს, უბრალოდ, ნორმალური არა", — ამბობს გომესი პოპულარობაზე.