კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი დაქორწინდნენ

კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი დაქორწინდნენ

კარდაშიანების კლანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბატონი კორტნი კარდაშიანი და პოპ პანკ ჯგუფის Blink-182 დრამერი ტრევის ბარკერი 4 აპრილს მალულად დაქორწინდნენ.

ქორწილის ღონისძიება ლას ვეგასში, One Love Wedding Chapel-ში გაიმართა და 30 წუთს გრძელდებოდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი პირველად ერთმანეთს 2006 წელს შეხვდა, როდესაც ტრევისი ჯერ კიდევ პერის ჰილტონს ხვდებოდა, რომელთანაც Closet Organizer-ისა და სტილისტის პოზიციაზე კიმ კარდაშიანი მუშაობდა.

წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2021 წელს გაასაჯაროვა, რაც იმავე წლის ოქტომბერში ნიშნობით დაგვირგვინა.

მუსიკოსმა მომავალ მეუღლეს ხელი კალიფორნიაში, Montecito-ში არსებულ Rosewood Miramar-ის სასტუმროში სთხოვა.