ცნობილი ადამიანების თითქმის ყველა ნაბიჯი რაღაც სტრატეგიითაა განპირობებული და ეს ყოველთვის ასე იყო. იმიჯის შენარჩუნებას ბევრი მუშაობა სჭირდება, ამიტომაც ცნობილი ადამიანის თითქმის ყველა საჯარო კომენტარი ყოველთვის რაიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ზოგჯერ ეს უბრალოდ ახალი პროექტის ანონსს უკავშირდება, სხვა დროს კი სახელის კიდევ უფრო მეტად მოხვეჭისთვის სჭირდებათ.
თუმცა ხანდახან მათშიც გადაწონის ადამიანური თავშეუკავებლობა და არც ისე იშვიათად ერთმანეთისთვის უკმეხ კომენტარებსაც კი არ იშურებენ:
1. ელტონ ჯონი და მადონა
ელტონ ჯონსა და მადონას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ მანამ, სანამ ელტონი 2004 წლის Q Awards-ზე გალანძღავდა მას: "მადონა ცოცხლად შესრულებაში საუკეთესო მომღერალია? სისულელეა. როდიდან ითვლება ფონოგრამაზე სიმღერა ცოცხალ შესრულებად? ვწუხვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველა, ვინც სცენაზე მსმენელს ატყუებს, რადგან ისინი მის მოსასმენად ფულს იხდიან, არაფერს იმსახურებს", — თქვა ელტონმა.
"ძალიან მადლიერი ვარ, რომ საშობაოდ მოსალოც ბარათებს მიგზავნის ხოლმე, მაგრამ მადარდებს? არა", — დაამატა ელტონ ჯონმა.
2. მერაია ქერი და ჯენიფერ ლოპესი
იცოდით, რომ მერაია ქერის ეს საკულტო ფრაზა I don't know her ("არ ვიცი, ვინაა") ჯენიფერ ლოპესს მიემართება? მხოლოდ წლების შემდეგ გაირკვა მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიქცა ის ასე: მერაია ქერის ყოფილი ქმარი, ტომი მოტოლა, რომელიც ასევე კომპანია Sony Music-ის ხელმძღვანელი იყო, მერაიას აშანტაჟებდა, რომ მის ნაცვლად ჯენიფერ ლოპესთან ითანამშრომლებდა.
3. ქლოი გრეისი და კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანმა 2016 წელს ტვიტერზე შიშველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქლოი გრეისმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იმედი მაქვს, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია მიზნების დასახვა ახალგაზრდა ქალებისთვის, რომ შეგვიძლია, მათ მეტი შევთავაზოთ, ვიდრე..."
კიმმა კი ასე უპასუხა:
"მოდით, ყველა მივესალმოთ @ChloeGMoretz-ს ტვიტერზე, რადგან არავინ იცის, ვინ არის ის... ისე, Nylon-ის ყდაზე კარგად გამოიყურები", — ასე შეახსენა კიმმა მას ჟურნალი Nylon-ის ყდა, სადაც ქლოი ნაწილობრივ შიშველია.
4. მეგან ფოქსი და მაიკლ ბეი
მეგან ფოქსიმ ღიად გააკრიტიკებდა ტრანსფორმერების რეჟისორი, მაიკლ ბეი იმ დამოკიდებულებების გამო, რაც გადასაღებ მოედანზე ჰქონდა:
"ის ჰგავს ნაპოლეონს და ძალიან უნდა შეშლილი, ცუდი, თავზეხელაღებული კაცის რეპუტაცია შეიქმნას. გადასაღებ მოედანზე ჰიტლერად წარმოიდგენს თავს და არის კიდეც", — განუცხადა მან Wonderland-ს.
5. კიმ კეტრელი და სარა ჯესიკა პარკერი
კიმ კეტრელისა და სარა ჯესიკა პარკერის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა ამ უკანასკნელმა თქვა, რომ სექსი დიდ ქალაქშის მესამე ფილმის გაუქმება კიმის ბრალია, რადგან მსახიობი უარზე იყო.
"სარას შეეძლო, მეტი გულისხმიერება გამოეჩინა. ეს ნამდვილად შეეძლო. არ ვიცი, რატომ იქცევა ასე, არც არასდროს ვიცოდი".
კიმი უკმაყოფილო იყო სხვა მსახიობების კომენტარებითაც, რომლებიც მის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდნენ.
6. ტომ კრუზი და ბრუკ შილდსი
"როცა ვინმე ამბობს, რომ მედიკამენტით განიკურნა, ეს უბრალოდ დროებითია, მსგავსი რამ [დეპრესია] არ იკურნება. არ არსებობს მეცნიერება, რომელსაც მსგავსი ადამიანების განკურნება შეუძლია", — განაცხადა ტომმა ბრუკ შილდსზე, რომელიც დეპრესიის დიაგნოზს ებრძოდა.
"ბრუკ შილდსის ბედი მადარდებს, რადგან ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ქალია, მაგრამ შეხედეთ, საით წავიდა მისი კარიერა", — დაამატა მან.
ბრუკი კი ასე გამოეხმაურა ამ განცხადებას:
"ტომს ურჩევნია, გააგრძელოს დედამიწის გადარჩენა უცხოპლანეტელების შემოსევისგან, ქალებს კი, რომლებსაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს, გვაცადოს, თავად გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენთვის უკეთესი".
7. ჯენიფერ ენისტონი და კანიე ვესტი
2020 წლის არჩევნებში, რომელშიც კანიეც მონაწილეობდა, ჯენიფერი მოუწოდებდა ხალხს, რომ მისთვის ხმა არ მიეცათ:
"კანიესთვის ხმის მიცემა სულაც არ არის სასაცილო. სხვანაირად როგორ ვთქვა არ ვიცი. გთხოვთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ"
კანიემ კი ასე უპასუხა:
"არც Friends-ია სასაცილო".
8. ელენ დეჯენერესი და დაკოტა ჯონსონი
ელენმა თავის გადაცემაში დაკოტა ჯონსონს უსაყვედურა, დაბადების დღეზე რატომ არ დამპატიჟეო, დაკოტამ კი პირდაპირ უთხრა, დაგპატიჟე, მაგრამ შენ არ მოხვედი წვეულებაზეო. ამ უხერხულ შემთხვევას ბევრი დეჯენერესის კარიერის დასასრულის დასაწყისად მიიჩნევს.