შეხვედრა კედიას ქუჩის N10-ის მოსახლეობასთან

 შეხვედრა კედიას ქუჩის N10-ის მოსახლეობასთან

დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილესთან და გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების უფროსთან ერთად,  კედიას ქუჩის N10-ის მცხოვრებლებს შეხვდა.

აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. მისი არარსებობა უხვი ნალექის დროს ადგილობრივებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

გამგებელმა მოქალაქეებს ქსელის მოწყობის პროექტი გააცნო.

ამასთან, მიმდებარე ტერიტორიის ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, რაც პროექტის განხორციელებას ხელს უშლის.

ვლადიმერ ძნელაძემ მოსახლეობასთან არსებული პრობლემის მოგვარების გზებზეც ისაუბრა და სამომავლო შეხვედრა დაიგეგმა.