დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მესამე კვარტალში, 26-ე კორპუსის მიმდებარედ, ასფალტის საფარს აწესრიგებს. აღნიშნული სამუშაოები 575 კვადრატული მეტრ ფართობზე იგება. გარდა ამისა, 250 გრძივი მეტრი ბორდიური და ტროტუარი მოწესრიგდა. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წელს, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მესამე კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურა ექვს მისამართზე მოაწესრიგა. ჯამში, ასფალტის საფარი 7 664 კვ.მ ფართობზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 377 593 ლარი გამოიყო.