ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში მიწისქვეშა კომუნიკაციები ეწყობა

ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში მიწისქვეშა კომუნიკაციები ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობა ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხის N8-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, 350 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა, რომელიც შემდგომ ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება. გასულ წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ ქუჩაზე 800 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოაწყო.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან წლების განმავლობაში უხვი ნალექის დროს სახლები იტბორებოდა და მცხოვრებლებს პრობლემას უქმნიდა.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარები.

სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფირსთ კაპიტალი“ ასრულებს. პროექტი 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილე ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.