26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისსა და ქუთაისში 23 და 24 მაისს ჩატარდება რეპეტიციები.
ღონისძიებებისათვის მზადების ფარგლებში, 23 მაისს 17:45-18:00 საათებში თბილისში - რუსთაველის გამზირის, გლდანისა და ვარკეთილის თავზე თვითმფრინავი L-39 და ვერტმფრენი MU-24 გადაიფრენენ.
24 მაისს თბილისის თავზე თვითმფრინავები SU-25, L-39 და ვერტმფრენები MU-24 და MU- 8 ფრენას განახორციელებენ 06:00-06:30 საათებში, ხოლო ქუთაისის თავზე - 06.30-06.50 საათებში.