საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ საკუთარი პირადი ცხოვრების მდგრად და ჰარმონიულ განვითარებას დაუდო დასაბამი.
მცირე ხნის წინ ის ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში'' გამოჩნდა უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცლით და თავისი პირადი ცხოვრების, მეუღლის, ბიზნესმენ დავით კურცხალიას გაცნობის და ათასგვარ ამბავს ჰყვებოდა.
ვერა ნამდვილად დაიკვეხნის სილამაზით და ორსულობაც ძალიან მოუხდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ერთხელ სანერვიულო მაშინ შეხვდა, როდესაც მოდულის შენობაში დაკითხვაზე დაიბარეს. სწორედ მაშინ განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომ ხუთი თვის ფეხმძიმე იყო და მისი შვილი გვარად კურცხალია იქნებოდა.
როგორც თავად ვერა ქობალია პრესასთან ყვება, მომავალი მეუღლე გუდაურში გაიცნო, როდესაც სასრიალოდ იყო ასული და კურცხალიას მისადმი დამოკიდებულებით მოიხიბლა, ვინაიდან დავითმა ვერას მიმართ მაშინვე გამოიჩინა დიდი ყურადღება... მეგობრობა თანდათან სიყვარულში გადაიზარდა და ქორწინებით დაგვირგვინდა.
ვერა ქობალიას მაისის დასაწყისში გოგონა შეეძინა, რომლებსაც მშობლებმა ანასტასია დაარქვეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც სოციალურ ქსელში ვერა ქობალიას პატარას დაბადება მიულოცა, მისი ყოფილი პრესმდივანი თეა ბოლქვაძე გახლდათ.