„გრემი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

„გრემი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ლას-ვეგასში „გრემის“ დაჯილდოების 64-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წლის საუკეთესო სიმღერად Silk Sonic-ის Leave The Door Open დასახელდა. ჯონ ბატისტის We Are წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს, 19 წლის ოლივია როდრიგომ კი სამ ნომინაციაში გაიმარჯვა - „საუკეთესო ახალი შემსრულებელი“, „საუკეთესო პოპ ალბომი“ და „საუკეთესო სოლო პოპ შესრულება“.

საღამოზე პატივი მიაგეს ჯგუფ Foo Fighters-ის დრამერს ტეილორ ჰოუკინსს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. მაყურებლებმა ასევე ნახეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინასწარ ჩაწერილი ვიდეომიმართვა, რომელმაც მუსიკოსებს მოუწოდა რუსული ბომბებით წარმოქმნილი სიჩუმე მუსიკით შეავსონ.