დმიტრო კულება:  ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო, რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ - უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან, მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს

დმიტრო კულება: ბუჩაში ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო, რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ - უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან, მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს

რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დმიტრო კულებამ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და წამების ამსახველი ფოტოები „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

უკრაინის პირველი დიპლომატი „დიდი შვიდეულისგან“ ახალი გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

„ბუჩაში ადამიანების ხოცვა - ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი შვიდეულისგან“ ახლა.

მოვითხოვ: ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე ემბარგოს;

რუსული გემებისა და პროდუქტისთვის ყველა პორტის დაკეტვას:

რუსეთის ყველა ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გათიშვას.“- განაცხადა კულებამ