ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქალაქ ენერგოდარის მოსახლეობამ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. არიან დაჭრილები და დაკავებულები. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.