მატეუშ მორავიეცკი: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ მუშაობს

მატეუშ მორავიეცკი: ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ მუშაობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით არ მუშაობს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეტსოლასთნ ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთს დაუწესა, ჯერჯერობით არ მუშაობს. ამის დამადასტურებელია რუსული რუბლის გაცვლით კურსი, რომელიც ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ზოგიერთი ლიდერი უკვე საუბრობს ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაზე, ისინი ევროპული ბიზნესის ზეწოლას განიცდიან. ნორმალურ ცხოვრებას ვერ დავუბრუნდებით, თუ უკრაინა საკუთარ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს ვერ დაიცავს“, - განაცხადა მორავიეცკიმ.