უკრაინის ნაკრების მწვრთნელი:

უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "რუსებთან არ უნდა ვითამაშოთ, მათ ხელიც არ უნდა ჩამოვართვათ"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეკსანდრ პეტრაკოვმა რუსეთის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებთან უკრაინამ არასდროს უნდა ითამაშოს.

მან ბრიტანულ The Guardian-ს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინის მტერია, რომელიც მათ სახლებში რაკეტებით შევარდა.

„არ მინდა, ჩემს ცხოვრებაში ეს მოხდეს და მათთან ვითამაშოთ. ამ ადამიანებზე ხელის ჩამორთმევაც არ მინდა. უბრალოდ დიდი კედელი უნდა ავაშენოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენგან შორს იყვნენ. მათ არც მორალი აქვთ და არც პრინციპები, რუსები ჩვენი ძმები არ არიან, ეს ქვეყანა ბუნებრივი ურდოა. ისინი ჩვენს სახლებში რაკეტებით შემოვიდნენ და წლებია ჩვენს სახელმწიფოს ანგრევენ“, - თქვა პეტრაკოვმა.