რამდენიმე კვირის წინ დორტმუნდის „ბორუსიას“ წამყვანმა მოთამაშემ, 20 წლის მარიო გიოტცემ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
გერმანელმა ექიმებმა ფეხბურთელის მკურნალობა დაიწყეს და იმედი მისცეს რომ 25 მაისს დანიშნულ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდა.
დორტმუნდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპის განცხადებით, წინა კვირას გიოტცემ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში განაახლა და იყო იმედი რომ მიუნჰენის „ბაიერნთან“ მატჩის წინ სრულ მზადყოფნაში იქნებოდა.
სამწუხაროდ მოთამაშისა და „ბორუსიას“ გულშემატკივრების მოლოდინი ამაო გამოდგა.
გუშინ საღამოს გერმანულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მარიო გიოტცემ ვარჯიშის დროს მტკივნეული მუხლი ისევ გაიმიზეზა. ფეხბურთელი კლუბის ექიმებმა გამოიკვლიეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლაში ასპარეზობა სასტიკად აუკრძალეს.