დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მესამე კორპუსის მიმდებარედ არსებული სივრცის რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, იცვლება დაზიანებული ფილები და საპარკე ინვენტარი. ასევე, განახლდება საბავშვო სივრცე და დამონტაჟდება ახალი ატრაქციონები, მოეწყობა განათების სისტემა.
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, მოადგილე ზურაბ უგულავასთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.
სივრცის მოწყობის პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სერვისი 55“ ახორციელებს. სივრცის აღდგენა 289 982 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.