დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს განაგრძობს. დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეორე კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი 2591 კვ.მ ფართობზე იგება, ასევე, დასრულდა 360 გრძივი მეტრი ბორდიურის მოწყობა.
სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული დაზიანებული ტროტუარიც მოაწესრიგა. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყოფა.
ანალოგიური ტიპის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა დამატებით სამ მისამართზე ახორციელებს.