საქართველოს ნაკრების მცირე წინსვლა ფიფას რეიტინგში

საქართველოს ნაკრების მცირე წინსვლა ფიფას რეიტინგში

ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 86-ე პოზიციიდან 85-ე ადგილზე გადაინაცვლა. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო ორი ამხანაგური მატჩით 7.07 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, თუმცა მხოლოდ ერთი საფეხურით შეძლო წინსვლა.

საქართველოს ამ დროისთვის ჯამში 1276.31 ქულა აქვს და უკან უგანდის ნაკრების მოიტოვა, მაგრამ ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება მის წინ მყოფ ბენინს, უზბეკეთსა და ჰონდურასს.