ბარსელონაში მატჩს ქალთა ფეხბურთისთვის მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა დაესწრო

ბარსელონაში მატჩს ქალთა ფეხბურთისთვის მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა დაესწრო

ესპანეთში, ნოუ კამპზე „ბარსელონასა“ და „რეალის“ ქალთა გუნდების შეხვედრას 91 553 ადამიანი დაესწრო, რაც ქალთა ფეხბურთისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გაიმართა. კატალონიურმა გუნდმა მადრიდელები ანგარიშით 5-2 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

ქალთა საფეხბურთო მატჩზე დასწრების რეკორდი 23 წლის განმავლობაში არ იცვლებოდა. 1999 წელს, აშშ-ში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრას 90 195 გულშემატკივარი დაესწრო. საკლუბო დონეზე კი რეკორდი 60 739-ს შეადგენდა.