„Uriah Heep”-ის ბას-გიტარისტი ტრევორ ბოლდერი გარდაიცვალა

„Uriah Heep”-ის ბას-გიტარისტი ტრევორ ბოლდერი გარდაიცვალა

გუშინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული  ჯგუფი „Uriah Heep”-ის ბას-გიტარისტი ტრევორ ბოლდერი გარდაიცვალა.

მუსიკოსი 62 წლის გახლდათ. თავის დროზე ის მომღერალ დევიდ ბოუისთანაც თანამშრომლობდა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბოლდერს ღვიძლის კიბო აწუხებდა. სამწუხაროდ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.

ტრევორ ბოლდერი 1950 წლის 9 ივნისს, ინგლისის პატარა ქალაქ ჰალში დაიბადა. მუსიკალური კარიერა წინა საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად ჯგუფში „Spiders From Mars” უკრავდა. ეს ჯგუფი დევიდ ბოუისთან აქტიურად თანამშრომლობდა.

1976 წელს ტრევორ ბოლდერი საქვეყნოდ ცნობილ „Uriah Heep”-ში მიიწვიეს. ამ ჯგუფში ბოლდერი 2011 წლის ბოლომდე გაჩერდა. სამწუხაროდ ჯანმრთელობის გაუუარესების გამო კოლეგებთან დამშვიდობება მოუწია.