დღეს დილით გამოცემამ „Goal.com” გაავრცელა ცნობა, რომ მომავალი სეზონიდან კლუბი „ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მილანის „ინტერს“ უხელმძღვანელებს.
დაახლოებით ორი კვირის წინ მაცარიმ განაცხადა, რომ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კლუბი „ნაპოლის“ დატოვებას აპირებდა და ახალი სეზონიდან სხვა გუნდს ჩაიბარებდა.
დღეს დილით იტალიურ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი დღის წინ მაცარის „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი შეხვდა და თავის გუნდში მუშაობაზე დაიყოლია.
ცნობილი გახლდათ რომ ბატონი ვალტერი კლუბი „რომას“ დამრიგებლად მოგვევლინებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც „ინტერის“ ვარიანტი არჩია.
„რომა“ მწვრთნელის გარეშე არ დარჩება და მას „მილანის“ ყოფილი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი ჩაიბარებს. რაც შეეხება „ნაპოლის“. დიდი ალბათობით ამ გუნდში საქმიანობას ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი რაფაელ ბენიტესი დაიწყებს.
სიტყვამ ნეაპოლური გუნდი მოიტანა და დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ურუგვაის ეროვნული გუნდის თავდამსახმელი ედინსონ კავანი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს. „ნაპოლიში“ კი ბრიტანული კლუბის თავდამსხმელი ედინ ჯეკო ჩაირიცხება.